”საქართველოს ბანკი” ახალი წლის დღეებში სერვის ცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, 2018 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი.

მათივე ინფორმაციით, ოთხშაბათს, 3 იანვარს, ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.

”მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 30 და 31 დეკემბრის ჩათვლით. 30 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ დილის 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. კვირას, 31 დეკემბერს იმუშავებენ ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, -ნათქვამია განცხადებაში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში