ოლიმპიადა ევერესტის მე-17 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დღეს, 14:00 საათზე, მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-17 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2017 წელს “ევერესტის“ მე-17 სეზონზე საქართველოს მაშტაბით 16 000 -მდე კონკურსანტი დარეგისტრირდა.

2017 წლის შემოდგომის სეზონის მონაწილე II , III, IV, V და VI კლასებში სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ოლიმპიადა „ევერესტი“ თითოეულ კლასში პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილას გასულ კონკურსანტებს დაასახელებს. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სიგელები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები, ასევე, პარტნიორებისგან „ექსპერიმენტორიუმი“ „რობოტიქსი“, კომპანია „ზედაზენის“ და ბავშვთა გასართობი ცენტრი “Star club”-სგან პრიზები გადაეცემათ.

მათემატიკის ოლიმპიადა „ევერსტი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზუგდიდში, ოლიმპიადას გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვისაც ატარებს. წლევანდელ სეზონზე გალელმა კონკურსანტმა სამ ტურში დაგროვილი ქულებით საპრიზო ადგილი დაიკავა და მას სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.

„ოლიმპიადა „ევერესტი“ მხოლოდ მოსწავლეების დაჯილდოებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვატარებთ ასევე პედაგოგების კონკურსს. იმისთვის, რომ მასწავლებელი კონკურსში ჩაერთოს, ოლიმპიადაში მისი სულ მცირე ათი მოსწავლე მაინც უნდა მონაწილეობდეს და გამარჯვებული პედაგოგი სწორედ მათი მოსწავლეების შედეგების მიხედვით ვლინდება.

ოლიმპიადა ევერესტის ორგანიზებით უკვე ორი სეზონია კონკურსი ,,ოქროს ტური“ ტარდება, რომელიც გახლავთ „ევერესტის“ ოლიმპიადისგან დამოუკიდებელი კონკურსი. განსხვავებულია წესებით, ფორმატით, ამოცანებით. განსაკუთრებულია პრიზებითა: თითოეულ კლასში პირველი ადგილის მფლობელი იღებს თავისივე არჩეულ პრიზს. ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებიც.

გამარჯვებული „ევერსტელების“ დაჯილდოების ღონისძიებას გალის რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან. ოლიმპიადა "ევერესტი" მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დააარსა. მასში მონაწილეობას მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები იღებენ.

ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო