ექიმი - სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, ზოგიერთი პარამეტრი კი გაუარესებულია.

„ჩატარებული კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ მთელი რიგი პარამეტრები გაუარესდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მიმდინარეობს ვაზო-ინოტროპული მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი წნევის პარამეტრების შენარჩუნება ხერხდება სპეციალური მედიკამენტების საშუალებით“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს