ვახტანგ შაქარიშვილმა და ლევან ჯაფარიძემ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცეს

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე საბურთალოზე, ჩიქოვანის N 53-ში მცხოვრებ აფხაზიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატებმა ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

ვახტანგ შაქარიშვილის შუამდგომლობით, საბურთალოს მე-6 ოლქში მცხოვრებ ორ ოჯახს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ აფხაზიშვილების ხუთშვილიანი ოჯახია, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი „დე გუსტო“ ყოველდღიურად საკვებით უზრუნველყოფს.

„ვულოცავ აფხაზიშვილების მრავალშვილიან ოჯახს დამდეგ შობა-ახალ წელს. მოხარული ვარ, რომ კომპანია „დე გუსტომ“ ჩვენი დახმარებით, რაიონში მცხოვრები ორი ოჯახის საკვებით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქალაქში ამ ფორმით დახმარება აღარავის დასჭირდეს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო