თურქული მედია - რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს

რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს. უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს.

გამოცემის ინფორმაციით, მიკროავტობუსით საქართველოს მოქალაქეები: გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია გადაადგილდებოდნენ.

მიკროავტობუსში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს.

საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიესაჯათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს