სოფიო ქაცარავა - მომავალ წელს ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას

მომავალ წელს ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კონიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

დეპუტატი მიმდინარე წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

"მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე 2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიიღო, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მინიჭებას მივიჩნევ. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, სადაც ცალსახად დააფიქსირეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და აღიარეს საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყნად.

მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ასეთი ახლო ჯერ არასოდეს ყოფილა. ამაზე მეტყველებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში და თანამშრომლობის გაღრმავება თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით ანაკლიის ახალი პორტის პროექტი, რაც უდავოდ პირდაპირ აისახება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

მსურს ყურადღება გავამახვილო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებაზე, რადგან წელს ჩვენ მივიღეთ პრაქტიკული შედეგები, რაც ინვესტიციების რეკორდული რაოდენობით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებით დადასტურდა. ამის გარდა, წელს საქართველოში დაფიქსირდა ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში საქართველოს ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.

მომავალ წელს ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი პროგრესი, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ყოველი მოქალაქისთვის", - აცხადებს ქაცარავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო