რუსთავში წინასაახალწლო ჰუმანიტარული აქცია გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და კომპანია ,,ჰუმანა-საქართველოს“ ინიციატივით, რუსთავში მორიგი წინასაახალწლო ჰუმანიტარული აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კვარაცხელიამ, ,,ჰუმანა-საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების პროდუქცია და ტკბილეული გადასცეს.

,,ეს აქცია დღეს დაიწყო და გაგრძელდება. რუსთავისა და რუსთაველების სახელით, მადლობა მინდა ვუთხრა ,,ჰუმანა-საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომელთაც დღეს უამრავი ოჯახი გაახარეს. მოვუწოდებ სხვა კომპანიებსაც თუ გამოთქვამენ სურვილს და დაეხმარებიან აი ასეთ ოჯახებს, ეს იქნება მზრუნველობით აღსავსე წლის დასაწყისი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიამ თავის მხრივ, წინასაახალწლოდ, ტკბილეული და ტანსაცმელი საჩუქრად 836 მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახს გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა