დავით ასათიანი - ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გააგრძელებს ყველა სერვისის მიწოდებას.

როგორც დავით ასათიანი აცხადებს, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს, ჩართულია კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები.

მისივე ინფორმაციით, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია. ასევე სრულადაა გადარჩენილი ეთიკის კომისიის დოკუმენტები და ფინანსური დოკუმენტაცია.

„ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენში არსებული 4 ოთახი დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძარი ორსართულიანი ძველი შენობის მანსარდაში იყო. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა