აქციის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს

პარლამენტთან შეკრებილებმა შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს. საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, დროულად მიიღოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, მედიის პროფკავშირების თავმჯდომარე ლაშა მესხმა განაცხადა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანები ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას ეწირებიან.

"ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა უარი თქვეს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვაზე, რაც რეალურად ძალიან ცუდი პასუხია იმ შექმნილი რთული ვითარებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა, ერთმა კი თავი მოიკლა, ვინაიდან ანაზღაურება არ ჰქონდა აღებული. ამ ადამიანებს ჩვენ ყოველ დღე ვკარგავთ და ისინი ეწირებიან სახელმწიფოს უგუნურ პოლიტიკას, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ეს ხელისუფლება აგრძელებს. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ პარლამენტარებს, რომ გონს მოეგონ. ჩვენ ამ გამოცხადებულ ომის ქრონიკებში არ ვუხდით მათ ხელფასს და ერთხელ და სამუდამოდ, სამუშაო ადგილებზე ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს. მჯერა, 2018 წელს სამოქალაქო ერთიანობის შედეგად, მივაღწევთ მთავარს, რომ ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღარ დაიღუპებიან", - განაცხადა ლაშა მესხმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს