ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ქუთაისი-კავალას რეისი, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა

ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს.

„ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექტირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს, 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403 (ქუთაისი-ლარნაკა) გეგმური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი-მემინგენი) გეგმური გაფრენა 18:25.

რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის საკონტაქტო ტელეფონებია: 0431 23 70 00; 0431 23 70 01“, - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა