ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია

ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრებმა განუცხადეს, საცობი ხაშურის შესასვლელიდან იწყება და ამ მონაკვეთის ბოლომდე გადაადგილება გართულებულია.

მგზავრების თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, ხაშურის მონაკვეთის გასავლელად 40 წუთი დასჭირდათ.

„ხაშურის შესასვლელიდან იწყება საცობი და ხაშურის გასასვლელამდე გრძელდება. 40 წუთი დაგვჭირდა ამ მონაკვეთის გასავლელად. ბევრი მანქანა მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ალბათ, ეს არის შეფერხების მიზეზიც. ასევე, ბორჯომ-ბაკურიანის მხარესაც გართულებულია მოძრაობა“, - აცხადებენ მგზავრები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ხაშურის მონაკვეთზე იმყოფება და ცდილობს, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს