"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი - სუს-ის წარმომადგენლებსა და პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის თელავში შეხვედრა გაიმართა

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებსა და პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის, თელავში შეხვედრა გაიმართა.

როგორც kvirispalitra.ge-ს ანალიტიკოსმა განუცხადა, შეხვედრა გუშინ შედგა და მასზე 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო საუბარი.

"როგორც გუშინ საღამოს, ჩემთვის პანკისიდან გახდა ცნობილი, თელავში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციის დეტალებს და უხუცესთა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებული პირების ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირების თაობაზე. ასევე აღუთქვეს, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად", - აცხადებს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

ხოლო მე-5 ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა