ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის გამო, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ეგვიპტეს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კავშირი იუწყება.

გადაწყვეტილება სასამართლომ მურსის 2013 წლის ტელეგამოსვლის ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.

გამოძიების ვერსიით, მიმართვაში მურსიმ ერთ-ერთი მოსამართლე წინა არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტის არაღიარებაში დაადანაშაულა. ამავდროულად პროკურატურამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტი მურსი მაშინ „შუღლის გაღვივების მიზნით“ მოქმედებდა. მურსიმ ასევე დაახლოებით 47 ათასი ევრო კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.

შეგახსენებთ, რომ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით მოჰამედ მურსის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რომელიც შემდეგ მუდმივი პატიმრობით შეიცვალა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს