Wizz Air-ის თვითმფრინავის მგზავრები აცხადებენ, რომ შეფერხების გამო, უკვე რამდენიმე საათია სოფიას აეროპორტში იმყოფებიან

ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, სოფიას აეროპორტში დაშვებული ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის მგზავრები ავტობუსს ელოდებიან.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, ისინი უკვე რამდენიმე საათია ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში იმყოფებიან.

„ყველა სადღაც რეკავს - ქუთაისის აეროპორტში, „ვიზეარის“ წარმომადგენლებთან, ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს. გვეუბნებიან, რომ მოვა ავტობუსი და ჩაგვიყვანს სალონიკში. მგზავრები ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქაურ კონსულს, მაგრამ ვერ ხერხდება“, - განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა