გურიაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

გურიაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება. არსებული ინფორმაციით, მერია-ლაითურის მაგისტრალზე მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც ხევში გადავარდა. ავტომანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო