ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს. ენეგროეფექტურ სკვერში მდებარე სტენდი უცნობმა პირებმა დააზიანეს.

ეს ქუთაისში ბიბლიოთეკის სტენდის დაზიანების მეორე ფაქტია. პირველი შემთხვევა ორი კვირის წინ ცისფერყანწელთა ქუჩაზე მოხდა. მერიის ინფორმაციით, სტენდების აღდგენას მის დამმონტაჟებელ კომპანიასთან ერთად მოახდენენ.

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო