თაღლითობის მცდელობისათვის ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულებს ა. დ.–ს და ქ. დ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000–5000 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა.

„წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს დიდი ოდენობით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში ა. დ.–მ და ქ. დ.–მ 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ ლიბანის მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მხატვარ რიხარდ ზომერის ფერწერული სურათის ასლის შეძენით. ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ოფიციალურ დასკვნას, თითქოსდა ტილოზე შესრულებული ფერწერული სურათი წარმოადგენდა მხატვრის ორიგინალ ნამუშევარს, რისთვისაც წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი. 2017 წლის 28 დეკემბერს, თაღლითური გეგმის შესაბამისად, ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვეს დარჩენილი თანხის ნაწილი.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო