ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სახანძრო– სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ასოციაციის შეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის. როგორც ასათიანი აღნიშნავს, რომ არა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროული და სწრაფი რეაგირება, შენობა სრულად განადგურდებოდა.

„პირველი სირთულე ხანძარი აღმოჩნდა, რომელიც დღეს დილის 3 საათზე გაჩნდა სხვენში და ასოციაციის ცენტრალური ოფისის ზედა სართულის სამი ოთახი დაიწვა, ხოლო სხვაგან წყალია ჩასული. რომ არა ჩვენი მეხანძრეების სწრაფი რეაგირება შენობა სრულად განადგურდებოდა. აქვე დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 1-ლი განყოფილების მთელ შემადგენობას მაღალპროფესიული მუშაობისათვის. მწამს, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ გამოწვევას“, - აღნიშნავს ასათიანი.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ მუშაობას.

„ადვოკატთა ასოციაციას მალე ექნება შესაბამისად აღჭურვილი ოფისი, იქნება ძლიერი ორგანიზაცია და სწრაფი ტემპით გააგრძელებს განვითარებას. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება, ჩართულნი არიან კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია. სრულადაა გადარჩენილი ეთიკის კომისიის დოკუმენტები, პირადი საქმეები და ფინანსური დოკუმენტაცია. ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას“, - აცხადებს დავით ასათიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა