ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვით გაუხანგრძლივდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე, ირინა სავიცკაია, კვლავ საპატიმროში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა. საექსტრადაციო პატიმრობის გახანგრძლივების შეამდგომლობა საქართველოს პროკურატურამ დააყენა. სასამართლო პროცესზე ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა მოსამართლეს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სთხოვეს და 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს. თავად ირინა სავცკაიამ კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალი და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

"იმედი მაქვს, მომცემთ შანს, ცოტა დრო გავატარო შვილთან ერთად. მე არ ვაპირებ გაქცევას და თანახმა ვარ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიებაზე გარდა პატიმრობისა" - მიმართა ირინა სავიცკაიამ მოსამართლეს.

ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია. "სამართლებრივი არგუმენტაცია ძნელად თუ შეიძლება, მოეპოვებოდეს სასამართლოს ამაზე უფრო მყარი, როდესაც ქალბატონს, არასრულწლოვანი შვილის დედას, მაშინ, როცა დაცვის მხრიდან შეთავაზებულია მყარი პოზიციები გირაოსთან დაკავშირებით, ტოვებს მაინც და მაინც პატიმრობაში. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად რელევანტური იყო, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო შეფარდებული", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ირინა სავიცკაიას უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, ირინა სავიცკაიას საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"პროკურატურის შუამდგომლობა იყო, რომ ჯერ ვერ გავერკვიეთ საქმეში და გთხოვთ კიდევ სამი თვით დატოვეთ ეს ადამიანი ციხეში, ვიდრე ჩვენ გავერკვევით ექსტრადიცია შეიძლება თუ არა. ჩვენ ვითხოვდით ძალიან მარტივად, სანამ თქვენ გაერკვევით გთხოვთ, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავის არასრულწლოვან ავადმყოფ შვილთან ერთად გაატაროს გირაოს ქვეშ.

არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომელზეც თვითონ პროკურატურა არ უარყოფს, რომ, რა თქმა უნდა, ეს დასაშვებობის ეტაპზეა განსახილველი, სადაც პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს არნახულ დევნას, სისხლის სამართლის საქმეების შეკერვას, პირების დევნას და გამოყენებულია აი ეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც ინსტრუმენტი პირების დევნის თვალსაზრისით,"- განმარტა გიორგი კონდახიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს იმედი არ აქვს, რადგან ამ დრომდე ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მან სამართლებრივი მიდგომა ვერ დაინახა.

"აქ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია. მაშინ, როდესაც პირდაპირ არის სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მაშინ როდესაც არის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს პირდაპირი ჩართულობა, რომ აქ არის ნიშნები პოლიტიკური დევნის და არ არის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით გამართული საქმე, არ იღებს ქართული სასამართლო ამას მხედველობაში, რაც ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ საექსტრადაციო კონკრეტულ საქმეში, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ეხება, პირველ რიგში, არის დაყენებული ქვეყნების ურთიერთობები და არა ადამიანის უფლებები და სამართლებრივი პროცედურები,"- განმარტა ირინა სავიცკაიას ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი მათი სარჩელიც არ დააკმაყოფილა. ირინა სავიცკაიას უფლებათდამცველები ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული იმ აქტის გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა.

ირინა სავიცკაია სადისტრიბუციო კომპანია "ლეადერ დისტრიბუტიონ"-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის ლიდერისა და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი.

სავიცკაიამ ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრების დროს, იმ კომპანიის დირექტორთან ერთად, რომელშიც ბუღალტრად მუშაობდა, სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, კონსტიტუციურად გარანტირებული ეს უფლება უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია, როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა, სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე აღიძრა სავიცკაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში.

ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო