ხარკოვში, ფოსტის შენობაში შეჭრილმა მამაკაცმა 11 მძევალი აიყვანა

ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ფოსტის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლად 9 ზრდასრული და 2 ბავშვი აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ასევე გამნაღმველებიც იმყოფებიან.

როგორც უკრაინული მედია წერს, მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი აცხადებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.

როგორც უკრაინის ნაციონალური პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ განაცხადა, მამაკაცი ხარკოვში მდებარე, უკრაინის ფოსტის შენობაში ყაჩაღობის მიზნით შევიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა