კახა კალაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, რომლის ბენეფიციარებსაც დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახა კალაძემ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მათ მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

„მინდა, ჯანმრთელობა, მხნეობა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, რომ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. მერიის იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ამჟამად, 56 ბენეფიციარი ჰყავს, თემქის მე-11 მიკრორაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს