რუსთავში, ყოფილი სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

რუსთავში, ცურტაველის ქუჩის მიმდებარედ, „ზედაზენის" ყოფილი სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე, ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, მიტოვებულ შენობაში არსებულ ქვანახშირის ღუმელში მილი გასკდა და ნახშირის წვა ხდება, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა