სამგორის რაიონში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სამგორის რაიონში, გამგეობის ინიციატივით საახალწლო კონცერტი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ბენდები„არა“ , „მიქსტურა“ და საცეკვაო თანამედროვე სტუდიები იღებდნენ.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე დაესწრო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„სამგორში ტრადიციულად ტარდება საახალწლო კონცერტი. გავითვალისწინეთ ახალგაზრდების მოთხოვნა და დღეს ბენდი „არა“ და ჯგუფი „მიქსტურა“ მოვიწვიეთ. 31 დეკემბერს კი ყველას ვეპატჟებით ჯავახიშვილის ქუჩაზე, საახალწლო კონცერტზე, სადაც ანსამბლი „ერისიონი“ მიულოცავს თბილისს და საქართველოს ახალ წელს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.