ხარკოვში, ფოსტის შენობიდან გათავისუფლებული მძევალი შენობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

ხარკოვში, ფოსტის შენობიდან გათავისუფლებული მძევალი შენობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი აცხადებს, მან დაინახა, თუ როგორ დაიმაგრა ბოროტმოქმედმა ასაფეთქებელიტანზე. ამასთან, მძევლობიდან გათავისუფლებული ბავშვი ამბობს, რომ შენობაში ჯერ კიდევ 6 ადამიანი რჩება.

„მან ასაფეთქებელი ტანზე დაიმაგრა და თქვა, რომ თუ პოლიციელები არ შეასრულებენ მის მოთხოვნებს, ააფეთქებს. ასაფეთქებელი ორ ბოთლშია მოთავსებული და უკეთია ცისფერი განათება. ამბობდა, რომ მუდმივად უნდა გადაუღონ ვიდეო და განათავსონ შესაბამის ეთერებსა და სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა მძევლობიდან გათავისუფლებულმა ბავშვმა.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბოროტმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის დემონსტრირებას ახდენს.

მამაკაცთან, რომელმაც ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ბოროტმოქმედმა ფოსტის შენობაში 11 მძევალი აიყვანა, რომელთა შორის ორი ბავშვი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ, მან 5 მძევალი გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა