ირაკლი ქადაგიშვილი - უხუცესებს ინფორმაცია მივაწოდეთ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ

ხეობის უხუცესებთან შეხვედრა გვქონდა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა.

"ხეობის უხუცესებთან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება,რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციების გამო დაპირისპირება. ვფიქრობ, შეხვედრამ შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, განხილული იყო ხეობში არსებული სხვა პრობლემებიც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ხოლო მე-5 ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო