31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება

31 დეკემბრიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დაიკეტება, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

„ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს