”საქართველოს ბანკი” ახალი წლის დღეებში სერვის ცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, 2018 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი.

მათივე ინფორმაციით, ოთხშაბათს, 3 იანვარს, ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.

”მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. კვირას, 31 დეკემბერს იმუშავებენ ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა