რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი საახალწლო დღეებში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი საახალწლო დღეებში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს,31 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები, ქალაქში საახალწლო კონცერტის დასრულებამდე გვიან ღამემდე იმოძრავებენ, 1-ელ და 2 იანვარს კი, მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.

როგორც რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი ფრიდონ დვალაძე აცხადებს, წელს რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, 1-ელ და 2 იანვარს მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ამასთან, ახალი წლის ღამეს 20:00 საათის ნაცვლად, ყვითელი ავტობუსების მძღოლები 23:00 საათამდე იმუშავებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა