საუდის არაბეთის ორი პრინცი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საუდის არაბეთის გარდაცვლილი მეფის აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის ორი ვაჟი, ფეისალ ბენ აბდალა და მაშაალ ბენ აბდალა პატიმრობიდან გათავისუფლდა. ისინი პატიმრობაში კორუფციის ბრალდებით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ გამოცემა The National იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, პატიმრობაში ახლა მხოლოდ ერთი პრინცი - თურქი ბენ აბდალა რჩება. გარდაცვლილი მეფის კიდევ ერთი ვაჟი, მითაბ ბენ აბდალა პატიმრობიდან ნოემბერში გათავისუფლდა.

4 ნოემბერს საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უზენაესმა კომიტეტმა საუდის არაბეთის 11 პრინცის, ასევე, რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მინისტრის დაკავების სანქცია გასცა. მათ ბრალად კორუფციული გარიგებები ედებოდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა