ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის გამო,სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ეგვიპტეს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კავშირი იუწყება.

გადაწყვეტილება სასამართლომ მურსის 2013 წლის ტელეგამოსვლის ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.

გამოძიების ვერსიით, მიმართვაში მურსიმ ერთ-ერთი მოსამართლე წინა არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტის არაღიარებაში დაადანაშაულა. ამავდროულად პროკურატურამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტი მურსი მაშინ „შუღლის გაღვივების მიზნით“ მოქმედებდა. მურსიმ ასევე დაახლოებით 47 ათასი ევრო კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.

შეგახსენებთ, რომ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით მოჰამედ მურსის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რომელიც შემდეგ მუდმივი პატიმრობით შეიცვალა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო