ექიმის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

„მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. რაიმე განსაკუთრებული ძვრები არ ყოფილა. ისეთივე კრიტიკული სიტუაციაა, როგორიც იყო გუშინ“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი - თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო