ირანში ანტისამთავრობო აქციების მსვლელობისას ორი ადამიანი დაიღუპა

ირანში ანტისამთავრობო აქციების მსვლელობისას ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ორი პირი ქალაქ დორუდში მოკლეს.

ირანში უკვე მესამე დღეა მასობრივი ანტისამთავრობო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სიკვდილი ჰამენეის“, „სიკვდილი დიქტატორს“, „არ გვსურს ისლამური რესპუბლიკა“.

ირანის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა მონაწილეობა არ მიიღონ არაკანონიერ მიტინგებში. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება. აქციის მონაწილეები კორუფციასა და ცხოვრების დონის გაუარესებას აპროტესტებენ.

ირანის მთავრობამ თავის მხრივ საპროტესტო აქციების მოწყობაში „კონტრრევოლუციონერები“ და უცხოელი აგენტები დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ”მსოფლიო აკვირდება ირანში განვითარებულ მოვლენებს”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა