თბილისში, მშრალ ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მშრალ ხიდთან წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ხუთივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

”საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან წუხელ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მშრალ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსეთის ფედერაციიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი Mercedes Neoplan მსუბუქ ავტომობილს Lada დაეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი და ოთხი მგზავრი დაიღუპა“, - ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სომხეთის მოქალაქეები არ არიან.

თბილისში, მშრალ ხიდთან წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა