მთავარმა პროკურორმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან მამუკა ვასაძესთან, გიორგი გაბიტაშვილთან, გიორგი ბადაშვილთან და გიორგი გოგაძესთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი 2018 წელი მიულოცეს და პროკურატურის თანამშრომლების მიერ შეძენილი საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და საზეიმო წარმოდგენა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა