მეუფე შიო - თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს

თანამედროვე სეკულარულ აზროვნებაში მარადისობის ცნება სრულებით გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი აზრს კარგავს, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება, მაშინ მართლაც აზრს კარგავს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია; მარადისობა საერთოდ არ იგულისხმება, არსად არ ჟღერს არც ერთი დიდი ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. ისტორიაც აზრს კარგავს, თუ ჩვენ წავშალეთ და დავივიწყეთ ის, რაც არ არის მარადისობა, სადაც ეს ყველაფერი აღირაცხება და სადაც ჩვენ მოგვეგება მარადიული სიხარულით და ღვთის მადლით“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიო - თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა