მეუფე შიო - ქედს ვიხრით პატრიარქის ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ დიდ თარიღებს

ქედს ვიხრით პატრიარქის ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ დიდ თარიღებს, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მან კიდევ ერთელ მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორი დიდი თარიღის და ზეიმის შუა პერიოდში. ეს არის მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე, რომელიც ვიზეიმეთ 25 დეკემბერს და სულ რამდენიმე დღეში, 4 იანვარს არის მისი დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ამ ორი დიდ თარიღს შუაში ვიმყოფებით ჩვენ. ეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეებია და ჩვენ კიდევ ერთხელ, მის მიერ აშენებული ამ საოცარი ტაძრიდან ქედს ვიხრით მისი ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ ამ დიდ თარიღებს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიხარულს“, - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო