თელავში საახალწლო გალა-კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს

თელავში საახალწლო გალა-კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე სცენის მონტაჟი დაიწყო. გალა-კონცერტი საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ. ახალ წელს თელაველებს მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე და ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები მოულოცავენ.

,,წელს სცენა თეატრის წინ დამონტაჟდება, რადგან მოხდა შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი. 21:00 საათიდან ველით ყველა თელაველს და თელავის სტუმრებს არაჩვეულებრივ კონცერტზე, რომელსაც ღამის 12 საათზე საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს“,- განუცხადა "ინტერპრესნიუს" თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავის მერია საახალწლოდ 33 500 ლარს დახარჯავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო