გიორგი მარგველაშვილი - რუსმა ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა

რუსმა ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა, სადაც მავთულხლართს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს პირადად მიულოცა ახალი წელი.

”კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მე მინდა იმ ადგილიდან მოგილოცოთ ახალი წელი, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. რუსის ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და გაჭრა ჩვენი ქვეყანა დროებით. თუმცა, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მომავლის იმედი და განცდა მეუფლება, რომ ეს მავთუხლართი აუცილებლად იქნება აღებული და იქნება აღებული მშვიდობით და საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებით. ახალი წელი მივულოცე დათა პაპას და მის ოჯახს, რომელიც ასე გმირულად აგრძელებს თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მავთულხლართს მიღმა არიან”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - რუსმა ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა