გიორგი მარგველაშვილი - 2017 წელს გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა

2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს იმის გააზრებას, რა უნდა ვაკეთოთ, ამ ძირითადზე შევთანხმდეთ და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა გასული წლის შეფასებისას განაცხადა, 2017 წელს საჭირო გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. მისივე თქმით, გაუმჯობესდა ეკონომიკური პარამეტრები, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ხალხის ცხოვრებაზე.

”გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის დაცული. ეს დაცვა გვიწევდა სრულიად ხელოვნურად ინიცირებული პროცესის, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. კონსტიტუცია არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ, არც მე და გამოვიყენე ვეტოს უფლება. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით, ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია ვიდრე ველოდით მანამდე. ვსაუბრობ პარამეტრებზე, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს