ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, რეაბილიტირებულ უბანში საახალწლო საბავშვო ქალაქი გაიხსნა,რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბალერინებმა მიიღეს.

მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების, ხალხური რეწვის ნიმუშების, საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა.

ბავშვებისთვის თოჯინების სახლის მიერ პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარმოდგენა გაიმართება.

21:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაიწყება გალა-კონცერტი, მასში მონაწილეობას „ოჩოს ქოხი“ და ჯგუფი „მეტეხი“ მიიღებენ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება. ქუთაისში სახალწლო ღონისძიებები 12 იანვრამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა