პრეზიდენტი - სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კვალიფიციური გამოძიება ჩაატარონ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს

სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია ვერც დასაწყის და ვერც ბოლო ეტაპზე ვერ იქნება გამოტანილი სააშკარაოზე.

”მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს. თუმცა, ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია ვერც დასაწყის და ვერც ბოლო ეტაპზე ვერ იქნება გამოტანილი სააშკარაოზე”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავდროულად, პრეზიდენტმა პანკისის ხეობის მოსახლეობის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

”როდესაც არის დაზარალებული, მითუმეტეს როდესაც ეს ადამიანი არის ახალგაზრდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია, ბუნებრივია ჩვენ ეს ყოველთვის გვადარდებს. ამასთან ერთად, მინდა ჩემი პანკისელი მოსახლეობისადმი კიდევ ერთხელ გამოვხატო სიყვარული და პატივისცემა. ისინი ჩვენთან ერთად აშენებენ და აძლიერებენ ქვეყანას და ეს უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების განწყობა პანკისის მიმართ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი - სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კვალიფიციური გამოძიება ჩაატარონ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა