სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებასთან, ღამის 12 საათზე სოლიდარობის კონცერტი გაიმართება

შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღის“ ორგანიზებით, 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებასთან სოლიდარობის კონცერტი გაიმართება.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, სოლიდარობის კონცერტი არ ატარებს საპროტესტო ხასიათს და ეს არის სოლიდარობის აქცია ადამიანებისადმი, რომლებიც ”სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის გამო საახალწლო დღესასწაულს ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვერ შეხვდებიან”.

მათივე განცხადებით, განგებ არ მჟღავნდება სოლიდარობის კონცერტის ზუსტი მდებარეობა.

„ტალღა“ განგებ არ ამჟღავნებს სოლიდარობის კონცერტის ზუსტ მდებარეობას, რათა უხვ მხარდამჭერთა მოზიდვით ღონისძიებამ პოლიტიკური იმპლიკაციები არ შეიძინოს. აქცია არ არღვევს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ კანონს“, - განაცხადა შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღის“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარდა, სოლიდარობის მესიჯის ადრესატი საკანონმდებლო ორგანოა, რათა მათ გაიაზრონ იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და უმოკლეს ვადებში განიხილონ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა