დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ადგილობრივ, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

პარლამენტის ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის - „დაბერების პოლიტიკის“ შესახებ ესაუბრა და სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო.

აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმულებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება, თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირება, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში მათი სრული ინტერგაცია. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ხანდაზმულები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას მიიღებენ.

დიმიტრი ხუნდაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა მცხეთის მკვიდრს თამარ ყირმიზოვს, რომელიც 2018 წელს 100 წლის ხდება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით კი, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე ზრუნვაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა