თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის და ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით 20 პირი დააკავეს, მათ შორის 15 უცხოელია

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებისა და სტამბოლში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით, 20 პირი დააკავეს, მათ შორის 15 უცხოელია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ტერორიზმთან ბრძოლის დანაყოფმა რეიდები სტამბოლის სამ უბანში ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან სირია და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან.

პოლიციის თქმით, დაკავებულები სტამბოლში ახალი წლისთვის ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.