ზურაბ პატარაძემ ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთში სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება იმართება. აჭარის ა/რ მთავრობისპრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა და ჩურჩხელისა და გოზინაყის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ზურაბ პატარაძემ მოედანზე შეკრებილ ქობულეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალ, 2018 წელს მშვიდობა და წარმატებები უსურვა.

ქობულეთის მერიის მიერ ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა კონკურსები, ვორქ-შოფები და ფლეშ-მობები. ღამის 12 საათიდან კი, ღია ცის ქვეშ ქართველი ვარვსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა