ზვიად ძიძიგური - აზერბაიჯანთან თანამშრომლობას საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს

მზადყოფნას გამოვთვამ, გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებაშია ნათქვამი.

”მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში გაჟღერებულ ინიციატივას და როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამოვთქვა მზადყოფნა გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. მზად ვართ, უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ჩვენი დღის წესიგის პრიორიტეტული საკითხია.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, აზერბაიჯანელ კოლეგებთან განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა