გაერო-ს გენერალური მდივანი - 2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისკენ - გულწრფელად მჯერა, რომ შეგვიძლია სამყარო უფრო საიმედო და უსაფრთხო გავხადოთ

2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისკენ, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მიმართვაში, რომელსაც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს.

”ძვირფასო მეგობრებო მთელ მსოფლიოში, გილოცავთ ახალ წელს. ერთი წლის წინ, როდესაც შევუდექი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას, მე მოგიწოდეთ, გამოგვეცხადებინა 2017 წელი მშვიდობის წლად. სამწუხაროდ, მსოფლიო კარდინალურად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.

ამ ახალ წელს, მე აღარ მოგმართავთ მოწოდებით, არამედ გაფრთხილებთ ჩვენი მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე. კონფლიქტები გაღრმავდა, გაჩნდა ახალი საფრთხეები. დღეს ბირთვული იარაღის გლობალური საფრთხე ცივი ომის პერიოდის შემდგომ ყველაზე მაღალია.

კლიმატის ცვლილება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები; იზრდება უთანასწორობა; ჩვენ მოწმე ვართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების; იზრდება ნაციონალიზმი და ქსენოფობია;

2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისაკენ. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამყარო უფრო საიმედო და უსაფრთხო გავხადოთ. ჩვენ ძალგვიძს კონფლიქტების მოგვარება, სიძულვილის დაძლევა და საერთო ღირებულებების დაცვა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.

ამ ახალ წელს, მოვუწოდებ ყველა ქვეყნის ლიდერს გამოხატონ თავიანთი მზაობა, რათა შეამცირონ უფსკრული, დაძლიონ უთანხმოება, აღადგინონ ნდობა ძირითადი მიზნების ირგვლივ ხალხის გაერთიანების გზით. საამისო გზა კი არის ერთობა. ჩვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას ახალ - 2018 წელს. დიდი მადლობა”,- ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა