თბილისს საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა

თბილისს საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა. საახალწოდ გაფორმებული ავტობუსით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ იმგზავრა და პირველ მგზავრებს ახალი წელი მიულოცა.

“კომპანია MAN-მა საჩუქად გადმოგვცა ერთი ახალი ლურჯი ავტობუსი და მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ავტობუსი არის მორთული საახალწლოდ. დავდივართ დედაქალაქის ქუჩებში და ვულოცავთ გაჩერებებზე მომლოდინე ადამიანებს, დედაქალაქის მცხოვრებლებს ახალ წელს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გერმანულმა კომპანია Man Truck and Bus AG-იმ დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა.

ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები.

ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია