ახალი წლიდან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და ასევე, სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის წესი ამოქმედდა

1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაა.

ახალი წლიდან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ამოქმედდა, რომელიც გათავისუფლებისთვის დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს მოამზადებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთ წელს არ აღემატება.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს ერთ-ერთი შემდეგი პირობით შეეძლება: - თუკი ის მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ასევე ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში, 3 დღე–ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლაა, რომელიც ასევე 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. გარდა ამისა, სასამართლოს საშუალება ექნება, გამოიყენოს ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე იმ მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირველად გასამართლდნენ. სასამართლოს უფლება ეძლევა შინა პატიმრობა გამოიყენოს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკის ან არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.

ცვლილებები უვადო პატიმრობა მისჯილ პირებსაც ეხება. კერძოდ, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თავისუფლების უვადო აღკვეთილ მსაჯვრდებულს, რომელსაც ფაქტობრივად მოხდილი აქვს 15 წელი, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა ითხოვოს. გარდა ამისა, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი მოიხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ის პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, გამოსაცდელი ვადით.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა