არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

2018 წლის იანვრიდან ძალაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმები შედის, რომელიც პირს პასუხისმგებლობას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე აკისრებს.

კერძოდ, 11 იანვრიდან ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის ოდენობა ორმაგდება აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევა - გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის ორმაგი ოდენობა არის გათვალისწინებული წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების და რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით.

არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა